ჩვენ შესახებ


ინტელექტუალური სერვისის ინოვაციური კონცეფცია

კომპანია “ჯი პი ენ” აერთიანებს 200-ზე მეტ ექსპერტს სხვადასხვა დარგიდან.

კომპანიის მომსახურება თვისობრივად განსხვავებულ მიდგომას ეფუძნება. კომპანია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თავისი მონაცემთა ბაზიდან სთავაზობს მას ზუსტად მის მოთხოვნებზე მორგებულ, მისი სპეციფიკის მიხედვით შერჩეულ კვალიფიციური ექსპერტის/ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომსახურების გაწევას. კომპანია უზრუნველყოფს ექსპერტების შესაბამის კვალიფიკაციას და იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის წინაშე მომსახურების ხარისხზე.

მუდმივად ხდება ექსპერტთა ბაზის განახლება და შევსება სხვადასხვა დარგის ყველაზე კვალიფიციური დამოუკიდებელი სპეციალისტებით. ეს ექსპერტები მუშაობენ სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში და არიან თავისი დარგის გამორჩეული სპეციალისტები. მათი ინტელექტის, ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება თქვენი ბიზნესის საკეთილდღეოდ შესაძლებელია ჩვენი კომპანიის მეშვეობით.

კომპანია „ჯი პი ენ“ თანდათან აფართოებს პროფილს და კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა სფეროში კომპლექსურ მომსახურებას. რთული, კომპლექსური ამოცანების გადასაწყვეტად ჩვენ გთავაზობთ ექსპერტთა გუნდს სხვადასხვა დარგებიდან, პროექტების მართვას.

კონსულტაცია / სერვისი

იურიდიული

კერძო სამართალი
შრომის სამართალი
სანოტარო სამართალი
არბიტრაჟი
საგადასახადო სამართალი
სრული სია

ფინანსური

ფინანსური ექსპერტიზა
ფინანსური ანგარიშგება
კომპანიის შეფასება
ფინანსური მოდელის აწყობა
საინვესტიციო პროექტის ზედამხედველობა
სრული სია

IT

IT პროექტების მართვა
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება
IT ინფრასტრუქტურის არქიტექტურის შემუშავება
IT სისტემების დანერგვის და გაშვების სამუშაოების უზრუნველყოფა
 

მარკეტინგული

ბაზრის კვლევა და ანალიზი
კვლევა და სეგმენტაცია
მარკეტინგის სტრატეგია
ბრენდის შექმნა და საკომუნიკაციო სტრატეგია
პროდუქტისა და ფასის სტრატეგია
მარკეტინგული კომუნიკაციები
მომხმარებლის ლოიალურობის პროგრამები
მარკეტინგის შედეგიანობის გაზომვა და ოპტიმიზაცია
ქოუჩინგი და შესაძლებლობების განვითარება

HR

HR პროცესებისა და სისტემების აუდიტი
HR ადმინისტრირება
შერჩევა და დაქირავება
შეფასება და შესრულების მართვა
მოტივაცია და კომპენსაცია
ტრენინგი და განვითარება
ლიდერების განვითარების პროგრამის დანერგვა (Leadership Development Program)
კორპორატიული კულტურა და შიდა კომუნიკაცია
რეპორტინგი
შიდა ორგანიზაციული კვლევები/გამოკითხვები
სრული სია

სხვა

AML/CFT სისტემის შეფასება/შემუშავება
FATCA სისტემის შეფასება/შემუშავება
Compliance სისტემის შეფასება/შემუშავება
სრული სია

 

პარტნიორები

ვახტანგ მაჭავარიანი

მმართველი პარტნიორი

ვახტანგ მაჭავარიანს იურიდიული და ეკონომიკური განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის დოქტორი, პროფესორი. მას იურიდიულ და ფინანსურ სფეროში მუშაობის ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ამ დროის მანძილზე იგი სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებს უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას, მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე. ვახტანგს აქვს დიდი გამოცდილება სამოქალაქო და საბანკო სამართალში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რისკების მართვასა და მენეჯმენტში. სხვადასხვა დროს იგი იყო მრჩეველი იუსტიციის სამინისტროში, ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, „ტაოპრივატბანკის“იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, შპს „თბილისის წყლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამჟამად მას უკავია სს„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია.

შალვა გიორგაძე

პარტნიორი

შალვა გიორგაძეს აქვს მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. იგი მუშაობდა IT მენეჯერად ნავთობის კომპანიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის IT სამმართველოში განყოფილების უფროსად, IT სამმართველოს უფროსად, IT და უსაფრთხოების სამმართველოს უფროსად, სს „თი ბი სი ბანკის“ IT კონსულტანტად. შალვა გიორგაძე არის სს „ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტი.

სოფიო მაჭავარიანი

პარტნიორი

სოფიო მაჭავარიანს აქვს 15 წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო სამსახურსა და კერძო ბიზნესში, ასევე საგანმანათლებლო სფეროში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კერძო სამართლის დეპარტამენტში სპეციალისტად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბიუროს უფროსის მოადგილედ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში კოლეგიის მოსამართლედ, მუდმივმოქმედ არბიტრაჟშიარბიტრად.ამჟამად არის სს ,,ლიბერთი ბანკის“ სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი. ამავდროულად არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. სოფიო მაჭავარიანი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციის/ტრენინგის მონაწილე.

საკონტაქტო ინფორმაცია

GPN - Global Professional Network

  • ყაზბეგის გამზ. 16, თბილისი 0160
  • ტელ.:+995 322 24 12 00
  • ტელ.:+995 595 11 77 25
  • E–mail: info@gpn.ge
  • ვებ–გვერდი: www.gpn.ge